ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების თუ კომპანიების მცდელობა ამ სანქციებს თავი აარიდონ… ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია – ერმაკი

ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების თუ კომპანიების მცდელობა ამ სანქციებს თავი აარიდონ… ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Fox News-ის ქართველი ჟურნალისტის, ნანა საჯაიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“დღეს ანდრი იერმაკს ვკითხე “მეორად სანქციებზე”, ითხოვს თუ არა უკრაინა იმ ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას, ვინც რუსეთს საქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება და ვინ არიან ისინი”, – წერს ნანა საჯაია.

რაზეც ანდრეი ერმაკმა ასე უპასუხა:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების თუ კომპანიების მცდელობა ამ სანქციებს თავი აარიდონ. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ღია ვართ.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც რისკი გაიღეს ამ სანქციების პირობებში. უსამართლოა როცა ამ სანქციებს ვიღაცეები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ.

სამწუხაროდ ვხედავთ რომ ამას შვება ზოგი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია.

ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და ამ საკითხს ჯერ კიდევ ვიკვლევთ. ყველაფერი დოკუმენტირებული და დადასტურებული უნდა იყოს.

ეჭვგარეშეა რომ ეს მეორადი სანქციების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სანქციების პაკეტები იზრდება, როგორც ევროპის კავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში.

თუ ისეთ ქვეყანაზე ვისაუბრებთ, როგორიც, მაგალითად, საქართველოა – ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი, რუსულ კომპანიებში დიდ წილებს ფლობენ, მაგალითად – გაზპრომში. ვფიქრობ ისინი ჩართულნი არიან რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში”.

banner
წინა სტატიაშინაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ ის არ დანებდება – ბენ ჰოჯესი
შემდეგი სტატიააშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას გადაწყვეტს, მაშინაც კი, თუ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის დრამატული ცვლილება მოხდება