ჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას – დიანა ჯოჯუამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

რუსთავი2 ის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილებს ტელეკომპანიის თანამშრომლები, მსახიობები და სხვა ცნობილი სახეები მიმართავენ. აქციის მონაწილეებს ,,კურიერის” წამყვანა დიანა ჯოჯუამაც მიმართა.

,,ჩვენს ერთიანობაზე იქნება დამოკიდებული გარისკავს თუ არა ხელისუფლება დახუროს ,,რუსთავი2″. თუ გაგვაჩუმებენ ჩვენ ამ ქვეყანაში არ იქნება ფანჯარა, რომელიც თქვენს აზრს მიიტანს ადრესატამდე. თითოეული რუსთავი2-ის თანამშრომელი მზადაა დაიცვას რუსთავი2 , მაგრამ დადგა დრო როდესაც ყველამ ერთად უნდა დაიცვას რუსთავი2.

“ევროპული არჩევანი, რომლითაც ხელისუფლება იწონებს თავს, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, რადგან ევროპული არჩევანი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მაღალ ხარისხს, რომელიც მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია”,- მიმართა აქციის მონაკწილეებს დიანა ჯოჯუამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსთავი2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიაივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს – ნიკა მელია