16 ნოემბერს, არჩევნებიდან ზუსტად სამი კვირის შემდეგ, „ქართულმა ოცნების“ რეჟიმმა, ცესკო-ს ხელით, ძალითა და ზეწოლით, მიტაცებული არჩევნების ლეგიტიმაციის პროცესის ერთი საფეხური დააკანონა და დარჩა ბოლო ფაზა – პარლამენტის შეკრება. ის, თუ ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში, ეს შიდა პროცესზე ნაკლებად იმოქმედებს. არშესვლას გავლენა საგარეო პროცესზე ექნება. შესვლის შემთხვევაში კი, როგორც იტყვიან, ბასტა, თუმცა აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ 25 ნოემბრამდე, ანუ პარლამენტის პირველ სხდომამდე დარჩენილი დრო გადამწყვეტი იქნება იმ კუთხით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც უნდა იყოს, პარტია „ჩვენ“ პროტესტს უერთდება და ქუჩაში გამოსულ ხალხთან ერთად იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად, რადგან არჩევნები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს კი არა, ერთად სრულიად საქართველოს მოსახლეობას გაგვიყალბეს!