“ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ!” – მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა

5 ივნისს მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტს ნიკა რაჭველი დირიჟორობდა და მასში ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე და ვალერი მელაძე მონაწილეობდნენ. კონცერტამდე, ნანი ბრეგვაძემ ინტერვიუ რუსულ გამოცემა “იზვესტიას” მისცა, სადაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს ისევ უნდა დაუახლოვდეს:
“სიკეთე ხელს უწყობს ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას, ამაზე ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს. ეს საჭიროა, რათა კვლავ დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ადრე იყო.

სამწუხაროდ, ქართველებს კვლავ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, რუსებს კი აქვთ. არ იფიქროთ, რომ მე პოლიტიკაში გადავდივარ. მე მხედველობაში მაქვს ადამიანური ურთიერთობები, ჩვენი მოთხოვნილება მეგობრობაზე და სიყვარულზე. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როცა საქართველოში რუსები ჩამოდიან. ჩვენი სტუმართმოყვარეობა უსაზღვროა.
ძალიან ვცდილობთ რომ სტუმრებს ვასიამოვნოთ, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის.
როცა საქართველოში რუსი სტუმრები მოდიან და მოგვმართავენ, უფრო ბედნიერები ვხდებით, ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ! მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები რუსეთისაგან თავს შორს იჭერენ და ამბობენ: “რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით”. ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დავხვდეთ მათ კარგად, მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუს მოქალაქეებს. მე ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისე გაიცნონ და შეიყვარონ რუსეთი, როგორც ამას თავის დროზე ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანნი ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მწყინს, რომ დღეს სიტუაცია სრულიად სხვაგვარია. ძალიან მინდა, რომ თქვენ შეიყვაროთ საქართველო. კულტურა ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. ეს ვიცი და ამიტომაც ვმღერი.” აცხადებს ნანი ბრეგვაძე

წყარო: https://iz.ru/751548/natalia-vasileva/glavnymi-dlia-menia-byli-i-ostaiutsia-dusha-i-liubov

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობოებთან გამართავენ
შემდეგი სტატიასასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა