ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ – ელისაშვილი

„კორუფცია „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს“, – ამ სიტყვები ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას.

„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ. 2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს. ფაქტია რომ კორუფციით შეიძინა ის ქონება რაც აქვს. მაგრამ დაიჭირეს სულ სხვა რამის გამო. ესაა სევდა ჩვენი ქვეყნის და „ქართული ოცნების“ რეალური სახეც. კორუფცია „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს. ეს მინდოდა მეთქვა ბატონ გოგაშვილზე“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

წინა სტატიაშისოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
შემდეგი სტატიადაბომბეს ოდესის ავეჯის ქარხნის საწყობი და არა რაკეტების საცავი – უკრაინა რუსეთს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს