ჩვენ რეგიონში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკის რეალობა – სანდუ

ჩვენ რეგიონში, მსოფლიოს ჩვენ ნაწილში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკის რეალობა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვისთვის, რადგან მოლდოვის დემოკრატია არის ამაზე დამოკიდებული.

„ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. უსაფრთხოება – ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი, რადგან ახლოს ვიმყოფებით საომარ ზონასთან. ენერგოკრიზისი, ეკონომიკა, ყველა აღნიშნული პრობლემა, არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მივიღეთ უკრაინელი დევნილები. ჩვენი განაცხადი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი დემოკრატია დამოკიდებულია ამაზე. ჩვენ რეგიონში, ჩვენ ნაწილში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკის რეალობა. ჩვენ დიდი ხანია, ვგეგმავდით განაცხადის შეტანას ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ შევიტანეთ ახლა განაცხადი, რადგან სიტუაცია უფრო დაიძაბა, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ და შევძლოთ გადავარჩინოთ ჩვენი დემოკრატია. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით. დარჩენა ბუფერულ ზონად აი ამ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი ინფორმაციაა. პოზიტიური ნიშნის მიღება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირიდან და მოკლევადიანი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უსაფრთხოების პრობლემები გვაქვს“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის ქონა იქნება სიგნალი, რომ სირთულეების მიუხედავად, მოლდოვა ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი.

„ახალგაზრდები, ჟურნალისტები, როდესაც მეკითხებიან: ჩვენ ვართ დაცული? მე ვამბობ, რომ დღეს კი ვართ, მაგრამ რა მოხდება 2-3 თვის მერე, არ ვიცი. ეს ადამიანები რომ დავარწმუნო და ჩვენ გვჭირდება ეს ადამიანები, რადგან მოლდოვამ უკვე დაკარგა მილიონი ადამიანი, და ქვეყანა რომ მიმზიდველი გახდეს და დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ ჩვენთან მიმდინარეობს რეფორმები, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ მათგან უნდა მივიღოთ უკუკავშირი, რომ გვირაბის ბოლოს დავინახავთ სინათლეს, რომ სიტუაცია ჯერ არასტაბილურია და ეს გაგრძელდება რაღაც პერიოდის განმავლობაში და ნათელი გეგმის ქონა, კანდიდატის სტატუსის ქონა იქნება ამ ადამიანებისთვის სიგნალი, რომ დღეს და ხვალ სირთულეების მიუხედავად მოლდოვა გახდება ევროკავშირის წევრი ერთ დღეს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიახლა გადამწყვეტი დროა, როდესაც ვხედავთ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას უკრაინაში, ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით, თანამოაზრე ქვეყნებთან – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაკანდიდატის სტატუსის მონიჭება მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ – ღარიბაშვილი