ჩვენ ქალაქის განვითარება დავიწყეთ – ნარმანიამ სამი წელი შეაჯამა

გამოწვევებითა და პრობლემებით დატვირთული სამი წელი – ასე აფასებს დავით ნარმანია მერობის პერიოდს. ნარმანია აცხადებს, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოხდა:

„მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, ჩვენ ამ პირობებში, რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციის შევძელით, რათა ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი გაგვეკეთებინა. ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიყენებდით ჩვენს საბიუჯეტო რესურსებს, რათა არც ერთი პროექტი და პროგრამა, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს დავპირდით, შეუსრულებელი არ დაგვრჩენოდა. მიუხედავად რამდენიმეთვიანი საწყისი პერიოდი საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ 30 მილიონამდე გარღვეული ბიუჯეტი დაგვხვდა და თბილისს ჩვენი მოსვლიდან რამდენიმე თვეში თავს დაატყდა სტიქია, ჩვენ ამ ყველაფრის დაძლევის შემდეგ, რეალურად ქალაქის განვითარება დავიწყეთ. ის პროექტები და პროგრამები, რომელებსაც მე დღეს წარმოგიდგენთ, არის ჩვენ მიერ რეალურად ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთებული“, – განაცხადა ნარმანიამ სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი იყო სირთულეებით სავსე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, ისე თავმჯდომარისთვის
შემდეგი სტატიაბახტრიონზე მაღაზია გატეხეს