“ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე…სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე” – კილაძე ჭიაბერაშვილს

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, განხილვა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან სიღარიბეზე საუბარი უდიდესი სირცხვილია.
„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარებეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, -მიმართა კილაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილს.
ხმაური ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკურია.
“იდეა მცირე მთავრობის სწორი და კარგია, თუმცა არასწორად არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ… ამხელა პაკეტი, რაც წარმოდგენილია, არის სახელწოდების ცვლილებები კანონებში და მეტი არაფერი. არანაირი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შემცირდეს მთავრობის ზომა, მთავრობას არ წარმოუდგენია. მთავრობის ზომა მცირდება, როდესაც ნაკლებ გადასახადებს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან. ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები. სამინისტროების რიცხვი და რაოდენობა არ არის კავშირში მცირე მთავრობასთან, თუ მთავრობა ისევე ერევა ეკონომიკაში, როგორც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებში. წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალი – ყოფილი პროკურორის, მილენა მათიაშვილისა და ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ