ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას – თურქეთი სტრატეგიული პარტნიორია და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება

თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის 1000- ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე.

“ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ყველა პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს მიიღო.

banner
წინა სტატიაში,,მაღალი ალბათობით, ვეტო იქნება დაძლეული”
შემდეგი სტატია“უმრავლესობა დაძლევს ვეტოს”- ირაკლი კობახიძე მაუწყებლის შესახებ კანონზე