“ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს”

ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რითაც ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უმჯობესი იყო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები თავიდანვე ცალკე, უკრაინისგან დამოუკიდებლად დაწყებულიყო.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, “ფორმატებს მხოლოდ ჩვენ არ განვსაზღვრავთ”.
“ეს არ არის ერთი მიმართულებით მოძრაობა. ეს არის ორი მიმართულებით მოძრაობა, სადაც ევროკავშირი არის ძირითადი პარტნიორი, ასევე გადაწყვეტილებების მიმღები. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას და იმ ფორმატს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური რაჭასა და ამბროლაურში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი შუკაკიძე: პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება