17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

“ჩვენ ორიდან რომელიმე მართლა ცუდად არის”- არქიმანდიტრი დოროთე პატრიარქის განცხადებას პასუხობს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის განცხადებას  ეხმაურება და მას მომაკვდავი ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობისა და მოვლის საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

არქიმანდრიტის განცხადებით, მძიმე სნეულებაში მყოფი მშობლისა თუ ახლობლის მოვლა და ტკივილის შემსუბუქება ქრისტიანული პასუხისმგებლობაა.

„ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს. ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა — თავის მოწაფეს ეუბნება: ‘აჰა დედა შენი’, ანუ იზრუნე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო. მოწაფეც ზრუნავდა მარიამზე თვით სიკვდილამდე.

შიო მესამე კი ღვთისმშობლობას მეუბნება, რომ ჩემს ავადმყოფ დედაზე არ ვიზრუნო, მედიკამენტებით ტკივილი არ შევუმსუბუქო, დიალიზზე კვირაში სამჯერ არ ვატარო. პირდაპირ კუბო უყიდეო… არცერთ წმინდა მამას არ უთქვამს, მომაკვდავ ადამიანზე არ იზრუნოო. შეიძლება ბევრი წმინდა მამა საკუთარ ავადმყოფობაზე არ ზრუნავდა, მაგრამ სხვისი სნეულების მიმართებით უზრუნველი არავინ ყოფილა. არ ვიცი, ან მე მიშველეთ ან შიო მესამეს — ჩვენ ორიდან რომელიმე მართლა ცუდად არის“, — წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

არქიმანდრიტის პროტესტი მოჰყვა   შიო მესამის  მიერ ღვთისმშობლობის დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებას. შიო მესამემ აღნიშნა, რომ „მესამე დაბადების“ (სიკვდილის) გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ხშირად იქმნება შფოთი და აურზაური, ნაცვლად ლოცვითი განწყობისა.

„ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება“, — განაცხადა პტრიარქმა ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიშეთანხმება ვერ შედგა — ანაკლიაში მიწის მფლობელებს ქონებას მშენებლობისთვის ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიაავლაბარში შუახნის მამაკაცი მოკლეს