ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნას, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ეხმაურება.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა რაიმე სახის ცვლილებები.

„ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, ხალხის ნების გამოხატვასთან დაკავშირებთ, ნუ იქნებიან ესოდენ კრიტიკულნი, რადგან შეიძლება პოლიტიკურად მომგებიანია ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ყურადღების მიქცევა, მაგრამ ქვეყნისათვის, ეს არის დამაზიანებელი. ვიფიქროთ იმ არჩევნების ჩატარებაზე, რომელსაც მე ესე ვხედავ, რომ უწერია იმ პირობებში ჩატარება, რაზეც კოალიცია შეთანხმდა, საკმაოდ დიდი ხნის ბჭობის და ანალიზის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ინტერპარტიული ჯგუფისა წევრებს შაბათს, 3 საათზე, კანცელარიაში შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ თურქეთში ტერაქტების საშიშროების გამო დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ტუსკს “სავჩენკოს სია” გადასცა