ჩვენ მოვისმინეთ მისი პირდაპირ მოწოდებები და ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს – პრემიერი

მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ 20 ივნისს ჰქონდა ამ შემთხვევას ადგილი – მამუკა ბახტაძე 20 ივნისის ღამის აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს, თუმცა განმარტებებს აკეთებს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს პირველი “ძალადობრივი მოწოდებები” 20 ივნისის ღამეს არ გაუკეთებიათ და წლებია ნეგატიური განწყობის დათესვა მიმდინარეობს.

პრემიერის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოპოზიცია 7 წელი ცდილობს, საზოგადოების პოლარიზებას და იმის ჩანერგვას, რომ “არეულობა იქნება”.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავიანთი პროვოკაციული მიზნებისთვის და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მე არ ვამბობ ისეთ ამბავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან ან რამე არის დაფარული

ჩვენ მოვისმინეთ მისი პირდაპირ მოწოდებები და ეს არ მომხდარა მხოლოდ 20 ივნისს. ბოლო წლების განმავლობაში სისტემურ რეჟიმში ვისმენთ ერთი და იგივეს. იმიტომ, რომ მათი მიზანი არის, საზოგადოებაში ამ დიდი ნეგატივის შემოტანა, რომ მოხდება არეულობა,რომ იქნება მუდმივად ეს პოლარიზაცია, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ 20 ივნისს ჰქონდა ამ შემთხვევას ადგილი, ბოლო წლების მანძილზე მსჯავრდებული სააკაშვილი ამ მისი აგრესიული ჯგუფი ცდილობს ეს ყველაფერი გააკეთოს და გააკეთოს სისტემურად ინტენსიურად, მათ შორის მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშულებებით, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პირველ რიგში თქვენს წინაშე და ქართული სახელმწიფოს წინაშე,”-განაცხადა პრემიერმა.

გუშინდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ის 20 ივნისის ღამის დარბევაზე პასუხისმგებლობას “მსჯავრდბეულ სააკაშვილს და მის აგრესიულ გუნდს” აკისრებდა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – გიორგი გახარიამ ყველაზე საკვანძო კითხვას აარიდა თავი, თუ ვინ გასცა ბრძანება სისხლიან დარბევაზე
შემდეგი სტატიამოქალაქეების სამართლიანი პროტესტი ენმ-ს ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული – პრემიერი