“ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური… ჩვენ ვართ გამარჯვებულები” – კახა კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში კონკურენტს დიდი უპირატესობით მოიგებს.

კახა კალაძემ განცხადება ცოტა ხნის წინა გააკეთა, რასაც წინ უძღოდა გაფართოებული შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი ესწრებოდა. რამდენიმე საათში კი ორდღიანი დუმილის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა.

მან თქვა, რომ არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას და ის მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

სწორედ მის განცხადებას მოჰყვა კახი კალაძის განმარტებების იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური მოიგო და ახალა გამარჯვებისთვის მეორე ტურისთვის ემზადება.

„ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური. მე მინდა, მივულოცო ქალბატონ სალომეს პირველ ადგილზე გასვლა. ჩვენ ვართ გამარჯვებულები. რაც შეეხება მეორე ტურს, ველოდებით ცესკოს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნება თარიღი მეორე ტურის და ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიისნის N2 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა
შემდეგი სტატიატელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადი