“ჩვენ მოგვენატრება თქვენი შავი იუმორი” – ცნობილი გერმანელები ბრიტანელებს მოუწოდებენ ევროკავშირში დარჩნენ

ცნობილმა გერმანელმა პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა და სპორტსმენებმა გაზეთ Times-ში ემოციური წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან არ გავიდნენ. “ბრიტანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არ არსებობს გადაწყვეტილება, რომლის გადახედვაც არ შეიძლება, ჩვენი კარები ყოველთვის ღია იქნება. ევროპა ჩვენი სახლია” – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელი 31-მა პოლიტიკოსმა, ეკონომისტმა, კულტურისა და სპორტის ცნობილმა წარმომადგენლებმა მოაწერეს. “ჩვენ მოგვენატრება ლეგენდარული ბრიტანული შავი იუმორი, სამსახურის შემდეგ ერთი ჭიქა ელის დალევის ტრადიცია, მარცხენასაჭიანი მოძრაობა და საშობაო პანტომიმები. მაგრამ, ყველაზე მეტად მოგვენატრებიან ბრიტანელები, ჩვენი მეგობრები ლა-მანშის მეორე მხრიდან. მოგვენატრება ბრიტანეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, განსაკუთრებით, ამ მშფოთვარე პერიოდში. ამიტომ, ბრიტანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მთელი გულით გვსურს მათი ევროკავშირში დარჩენა” – “ბიბისი” წერს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები მარტის ბოლოდან დაიწყება. ამავე დროს, ბრიტანელი კომენტატორების აზრით, სამეფო, რომელიც ბრიუსელთან დადებული შეთანხმების გარეშე დარჩა, იძულებული გახდება გაერთიანებიდან გასვლის დროის გადავადება ითხოვოს.

banner
წინა სტატიაშიყველა ასაკის ადამიანისთვის წითელას ვაქცინის ადმინისტრირება იქნება უფასო
შემდეგი სტატიათბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს