„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა ნატო-ს წევრი გახდეს“
მნიშვნელოვანი
- აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველო ძალას არ იშურებს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისთვის და ალიანსის უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის.
სხვა სტატიები
- „მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება უკვე მხარედ აქცევს იმ ადამიანს, რომელიც გვინდა, რომ არბიტრი იყოს”
- ბახტაძე სალომე სამადაშვილს – თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანს დიდი დრო ჰქონდა, რომ თუ რამის თავი ჰქონდა, გარეჯის საკითხი დაერეგულირებინა ისე, როგორც საჭიროა
- ირაკლი შოთაძე : პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსების საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველო ძალას არ იშურებს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისთვის და ალიანსის უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
„საქართველო არ იშურებს ძალას იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს და თავისი წვლილი შეაქვს ნატო-ს უსაფრთხოებაში, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ კი ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომ ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები და გატარებული რეფორმები იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა იან კელიმ.