ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მთავარი ელემენტი არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს – პლენკოვიჩი

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მთავარი ელემენტი არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშილის ფაქტორი არ იქნება ელემენტი, რომელიც არასებით გავლენას მოახდენს ანგარიშზე.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა ზაგრებს ზაფხულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას. მთავარი ელემენტი აქ არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, როგორც ვიცი, ნოემბრის დასაწყისში, რაც იქნება დისკუსიის ბაზისი პროცესში ჩართული ყველა ქვეყნისთვის. ის, თუ როგორ შესრულდა პირობები, რომლებიც გამოიკვეთა წინა სამიტებზე, დაეხმარება უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დეკემბერში“, – აღნიშნა ანდრეი პლენკოვიჩმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ გრანადის დეკლარაციაში იქნება პარაგრაფი გაფართოებაზე.

„ენა, რომელზეც ვთანხმდებით, არის პოზიტიური და გახსნილი გაფართოეაბასთან დაკავშირებით. ის, რაც პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში თქვა, არის ის, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ეს არის სიგნალი, რომ ჩვენ, ყველას სამუშაო გვაქვს. ხორვატია ბოლოს შევიდა ევროკავშირში, ეს 10 წლის წინ მოხდა, ახლა ჩვენ ვეხმარებით ყველას, ჩვენს მეზობელს, ასევე უკრაინას და მოლდოვას ჩვენი ცოდნით და ტრანსფორმაციის გამოცდილებით, თუ როგორ მოემზადონ უკეთ, როგორ დანერგონ ძირითადი პრინციპები და ააშენონ ინსტიტუციები“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია, პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა
შემდეგი სტატიაგვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში საქართველოსთანაც – შოლცი