“ჩვენ მხარს ვუჭერთ რომ შეწყდეს ეს პროცესი, შერჩევის პროცესს ლეგიტიმურობა ვერ ექნება” – ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაზე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს არ სჯერათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევა გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება. მათი თქმით, საბჭო მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუჭირეს მხარს, რომლებიც სასამართლოს კლანისთვის იქნება მისაღები:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ რომ შეწყდეს ეს პროცესი, ვინაიდან ლეგიტიმურობა შერჩევის პროცესს ვერ ექნება, რადგან დარღვევები მრავლად არის გამოვლენილი. განსაკუთრებით ისეთი დარღვევები, რომელიც უკავშირდება სავარაუდოდ წინასწარ ხმების შეთანხმებას. დარწმუნებული ვარ, ისინი წინასწარ შეთანხმდებიან და დაუჭერენ იმ ადამიანს მხარს, რომლებიც მათთვის არის მისაღები,”- განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო
შემდეგი სტატია„ქალბატონი ნაზი და ანა, წყვილად რომ დადიან და ყველა საკითხში ერთად არიან, რატომ არ ამბობთ რომ კოლექტიური კლანია?“- მეთოფიშვილი