“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას” – კაია კალასი

ევროკავშირის ლიდერების წლის ბოლო შეკრება და ბოლო გაფრთხილება “ოცნებას” ბრიუსელიდან – ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას – ამ სიტყვებით ევროგაერთიანების მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა ყველაფერი თქვა.

ევროპელი ლიდერების მიმართვის მთავარი ადრესატი დღეს სწორედ ქართველი ხალხი იყო.  არ დაკარგოთ იმედი – ვიდრე საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში იბრძვის ევროპული მომავლისთვის, ბრუსელის მხარდაჭერა არ შეწყდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა რომელიც პოლიტიკური გაერთიანების საგარეო საქმეებს ხელმძღვანელობს, ქართულ ოცნებას დიპლომატიური ჩარჩოს გარეშე, პირდაპირ უთხრა, რომ ეს გზა საქართველოს ევროკავშირის სიკეთეებამდე არ მიიყვანს. ეს განცხადება ევროკავშირის პირველმა დიპლომატმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

27 ქვეყნის ლიდერები და ევროკავშირის პირველი პირები წელს ბოლოჯერ ხვდებიან. განსახილველ საკითხებს შორისაა ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრების მიღება. აქ ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით 4 ქვეყანა ლიდერობს. ესენია – უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი,  საქართველო კი ამ დღის წესრიგში ქართული ოცნების პოლიტიკის გამო აღარაა.

banner
წინა სტატიაში“ჩემ სიმართლეს ამ ქვეყანაში თუ არა, ევროპულ სასამართლოში დავამტკიცებ” – ლევან ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიახობში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა