ჩვენ მხარდამჭერს, ბუკიას ბაღთან, უცნობი პირი მიეჭრა და ხელი გაარტყა – ვაშაძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2017 13:44

ჩვენ მხარდამჭერს, ბუკიას ბაღთან, უცნობი პირი მიეჭრა და ხელი გაარტყა – ვაშაძე

“ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მის მხარდამჭერს რომელიც ბუკიას ბაღთან იმყოფებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული გამოძებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი მხარდამჭერს, რომელიც იდგა ბუკიის ბაღთან , ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, უცნობი პირი მიიჭრა მასთან და ხელი გაარტყა. გამოძახებულია სასწრაფოც და საპატრულო პოლიციაც. მე მოვუწოდებ შსს დაუყურენბლივ ამოიღონ კამერები და დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება. დაგინდეს იმ ადამიანობის ვინაობა ვინც ეს ჩაიდინა. საქმე არ უნდა გაჭინაურდეს და უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ სასაწრფო წესით მოხდეს ადამიანის დაკავება, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, რომ ფიზიკური დაპირისპირებით არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის წარმოება და უარი თქვას ძალადობაზე. დააწყანარონ და დაამშვიდონ თავიანთი აქტივისტები, რომლებიც ახლა ტელეფონებზე რეკავენ და უარს იღებენ ამომრჩევლის მხარდაჭერაზე. მესმის, რომ ეს გარკვეული აგონიური ქმედებაა ამ ადამინების მხრიდან მაგრამ არჩევნბი უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 21, 2017 13:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics