ჩვენ მივიღეთ კენტავრი, ჩვენი შემოთავაზებაა დავიჭიროთ ორი კურდღელი- დოლიძე მოსმენების კანონპროექტზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარლამენტი ვალდებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასცეს პასუხი ახალი მოდელის შემუშავებით.

„სააგენტოს იდეა და შემოთავაზება მშვენიერია, თუმცა დღევანდელი მოდელით ჩვენ მივიღეთ გარკვეული კენტავრი. ერთი მხრივ, ჩანს, თითქოს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება არის პრემიერთან, მაგრამ თუ ჩავხედავთ კონკრეტულ ფუნქციებს, პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კონტროლს სააგენტოს მუშაობაზე ახორციელებს სუს-ის უფროსი. ამიტომ სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა შემოთავაზებული იდეით უზრუნველყოფილი არ არის. ჩვენი შემოთავაზება არის, რომ დავიჭიროთ ე.წ. ორი კურდღელი – ერთი მხრივ, შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ თუ მართლაც დადგება საკითხი, რომ ეს სააგენტო არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, ჩვენ ვიცოდეთ, სად არის ის ვერტიკალი, სადაც უნდა დავსვათ კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიტელევიზიაში მიმდინარე პროცესში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს
შემდეგი სტატიათეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს