ჩვენ მივიღეთ დადებითი სიგნალები – თეა წულუკიანი

“ჩვენ მივიღეთ დადებითი სიგნალები,” – ეს განცხადება ბრიუსელში მყოფმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.

მინისტრმა გამართული შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.

“უდიდესი პრობელმების მიუხედავად, რომელიც ევროპას აქვს, საბჭოს სხდომა შედგა. ჩვენ მივიღეთ დადებითი სიგნალები, რომ 2 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული რეფორმები საშუალებას გვაძლევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა წლის ბოლომდე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. იყო ერთ-ერთი შეხვედრა ბატონ ტუსკთან, რომელიც ვერ შედგა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში42-ე მუხლი პირველად ამოქმედდა – ევროკავშირი საფრანგეთს სრულად დაეხმარება
შემდეგი სტატიაCharlie Hebdo: მათ აქვთ იარაღი, მაგათი დედაც – ჩვენ შამპანიური გვაქვს!