ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სასამართლო არის ხოლმე სანოტარო კანტორა – გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე საუბრობს

ჩვენ მივეჩვიეთ რომ სასამართლო არის ხოლმე სანოტარო კანტორა, რომელიც ყველაფერს ხელს უწერს რითაც შედის პროკურატურა – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასამართლოს ეზოში განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთში ნიკა მელიას პროცესი უნდა დაიწყოს. ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მელიას წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არაადექვატურად იქცევა, როდესაც პოლიტიკოსს საჯარო განცხადების გამო სჯის.

ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით სიტუაციას ამწვავებს.

„ჩვენ მივეჩვიეთ რომ სასამართლო არის ხოლმე სანოტარო კანტორა, რომელიც ყველაფერს ხელს აწერს რითაც შედის პროკურატურა. ჩვენ გუშინ ვნახეთ რომ არავითარი მტკიცებულებები არ არის. პოლიტიკოსს სჯიან საჯარო განცხადებისთვის ეს დემოკრატიული სტანდარტი არ არის. იმის ნაცვლად, რომ გადააყენოს გახარია, პირიქით, ესკალაციისკენ მიჰყავს ყველაფერი, რატომ? მე ვფიქრობ, რომ ესენი არიან გზას აცდენილი და ლოგიკას აცდენილი ადამიანები. ულოგიკოდ ჩვენთვის გაუგებრად იქცევიან,“- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია” – ნიკა მელიას საქმეზე პროცესი იწყება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის