„ჩვენ მიერ შექმნილი ჯგუფები ამოიცნობენ ჩინოვნიკებს,რომლებიც აქციების მონაწილეებს უპირისპირდებიან “

არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ დაადვოკატთა ნაწილის მიერ იურისტთა ჯგუფების შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ამოიცნობენ ჩინოვნიკებს. ჩვენ გვეუბნებიან, აი თქვენი სამიათასიანი მსვლელობა იწვევს რიგითი მოქალაქეების რისხვას. ჩვენც ვაჩვენებთ, ესენი რიგითი მოქალაქეები არ არიან. ესენი არიან სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხი, ააიპ-ებსა და სსიპ-ებში მომუშავეები, უკიდურეს შემთხვევაში ის ხალხი, ვისი მთავარი ნათესავი, მამა, ბიძა, შვილი სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ტენდერებში არის ჩაბუდებული და ღრღნიან გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ ფულს უკვე 7 წელიწადია. არავითარი ძალადობა, უბრალოდ გვინდა ვაჩვენოთ, რისთვის იყენებენ სახელმწიფო აპარატს. ჯგუფები შეიქმნება იმ ხალხისგან, რომლებიც საკრებულოში გვყავს და რომელიც სახეზე იცნობენ, სახელით, გვარით. ქუთაისში ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, ყველა ვიღაცის ნათესავია ან კლასელია, იგივეა მცხეთაზე. მცხეთაში წიხლებს რომ ურტყავს მამის ხნის ადამიანი, მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას, სამი ბანდერლოგი, აი მაკაკა, ფეხებს რომ ურტყავენ იატაკზე დაგდებულ ადამიანს, რა ქართველობაა, რა ქალაქელობაა. იმის ამოცნობას რა უნდა, როდესაც კამერების წინ ხდებოდა. ვიცოდეთ, რომ ეს „პატივცემული“ გვამი მუშაობს დასუფთავების სამსახურში და თვითონ იმსახურებს დასუფთავებას იმ სამსახურიდან რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული არჩევნების საკითხზე და განსაკუთრებით, კონსენსუსის და დაპირებული პირობის შესრულებაზე, ევროპარლამენტარების გზავნილები მკაფიო იყო
შემდეგი სტატია” ხალხის დაკავებას საქართველოში პოლიტიკოსები არ წყვეტენ”-არჩილ თალაკვაძე