,,ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული”

ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამი პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც ქვეყანას 2017 წლის დასაწყისიდან აქვს ეკონომიკაში.

„ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება დაგეგმილ მაჩვენებლებს. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ზრდაში წარმმართველი როლი შეასრულა კერძო სექტორმა. ბიზნესმა წლის პირველ ნახევარში 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შედეგად, დადებითი ტენდენციებია საბიუჯეტო შემოსავლების შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მომდევნო წლებში ყველა მუნიციპალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება