“ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ” – შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” შეთავაზებას პასუხობს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე საუბრობს. მისი თქმით, მემორანდუმის ინიციატივა არის ზღვარს გადასული ცინიზმის ნაირსახეობა.

“ჩვენ ამ მემორანდუმს ხელს არ ვაწერთ რადგან იგი გახლავთ ზღვარს გადასული ცინიზმის ნაირსახეობა. ეს არის დაახლოებით იმ გვარის, რომელიც ივანიშვილმა ამასწინათ ბრძანა თავის სატელევიზო გამოსვლაში და სამძიმარი გამოგვიცხადა შეუსრულებელი დაპირებების გამო. ვინ უნდა მოაწეროს სამშვიდობო მემორანდუმს ხელი, ჩვეენ, მე დაზარალებულმა? ივანიშვილმა განგვაიარაღა ოპოზიციური ძალები, მაშინ როდესაც არ წავიდა საარჩევნო რეფორმაზე, არ გააუქმა მაჟორიტარ კანდიდატთა კორპუსი,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ასევე ეხმაურება რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას.

“ივანიშვილს ჭირს შიზოფრენიის ახალი ფორმა თვალთვალფრენია, დაახლოებით ასეთი რაღაც ჭირს, რომ უყვარს სხვის საწოლებში შეძრომა, სხვისი აზრების მოსმენა, წინა რეჟიმშიც უყვარდა მაგრამ წინა რეჟიმსაც ამან უყიდა მოსასმენი აპარატურები და ასევე აგრძელებს,“ – აღნიშნა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი : შვეიცარიის შემდეგ მე-5 ადგილზე ყოფნა ნებისმიერი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა
შემდეგი სტატია“ომის პერიოდში ვართ, რომ მშვიდობის დოკუმენტები ვაანონსოთ?”- გიგლა ბარამიძე “ქართული ოცნების” შემოთავაზებაზე საუბრობს