ჩვენ მათ ვთხოვეთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა – ქართველი ექიმები აშშ-ის კონგრესისთვის გაგზავნილ წერილზე

ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს – ქართველმა მედიცინის მუშაკებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს.

წერილში ექიმები მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. ისინი სთხოვენ შეერთებულ შტატებს, არ მიატოვოს მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში და ჩაერიოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში.

“ჩვენ დახმარება ვთხოვეთ ცივილიზებულ სამყაროს. ვთხოვეთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა აქ არ არის საუბარიარც უფლებებზე, თავისუფლებაზე… არ მტოვებს უსუსურობის განცდა, რომ ვერაფერს ვაკეთებ ადამიანის გადასარჩენად. ბოლო წვეთი იყო ექიმის მისაღებში გადაღებული კადრები, რადგან ეს არის იმდენად ხელშეუხებელი ამბავი, პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა ამაზე ორი აზრი არავის არ აქვს”, – ამბობს ნანა გეგეჭკორი.

ექიმები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონმულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

“წერილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონგრესმა მკაცრად და არაორაზნოვნად მოსთხოვოს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში. წერილში ხაზგასმულია ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ციხის ადმინისტრაცია, დიდი ალბათობით, მთავრობის დაკვეთით”, – ამბობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვასილ მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა
შემდეგი სტატიაპარტია „საქართველოსთვის“ პლატფორმას „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ ააქტიურებს