ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით – დეგნანი ქართველ სამხედროებზე

“წლების განმავლობაში 15 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა იმსახურა და იბრძოლა შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეების ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ოპერაციებსა და ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა, ზოგიერთმა თავისი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო და ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით. ზოგი მეომარიც დაჭრილი დაბრუნდა. ჩვენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ ამ მეომრებისა და მათი ოჯახების მიმართ. 2012 წლიდან აშშ-ის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან, რათა დაეხმაროს მათ ჭრილობების მოშუშებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებით დაბრუნებაში.

ჩვენ სიამაყით განვაგრძობთ ამ ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მჭიდრო პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად. ” აცხადებს კელი დეგნანი ქართველ სამხედროებზე.

წინა სტატიაშიგიტანას ნაუსედა – ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, ვაიძულოთ რუსეთი, უარი თქვას აგრესიულ ქმედებებზე
შემდეგი სტატიამარტვილში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა