„ჩვენ მას ვთავაზობთ ღია ფორმატის შეხვედრას,“ -კობერიძე ქობულიას პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრას სთავაზობს

„ჩვენ მას ვთავაზობთ ღია ფორმატის შეხვედრას,“ – ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მისამართით გააკეთა. ლევან კობერიძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში მისვლა მომავალ კვირაში შესთავაზა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობერიძემ მზაობა გამოთქვა, რომ გიორგი ქობულიას შეხვდნენ არა კომიტეტის, არამედ ღია ფორმატის ფარგლებში.

„მიუხედავად იმისა, რომ მას იმაზე მეტი ექნება სათქმელი თუ იმაზე ნაკლები, რაც უკვე თქვა, ჩვენ ვთავაზობთ მას ღია ფორმატის შეხვედრა,“ – განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძის განცხადებით, ქობულიასთან შეხვედრის გამართვას მხარს დამოუკიდებელი დეპუტატები, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილიც უჭერენ.

„მინდა აქ გავაჟღერო და ვთხოვო ქობულიას, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ მოვაწყოთ პარლამენტში ღია შეხვედრა. ღია ფორმატის შეხვედრა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს, არა კომიტეტის ფარგლებში, ვისაც ექნება სურვილი, იქნებიან ეს პარლამენტარები, ექსპერტები თუ მედია, იქნება ღია ფორმატის შეხვედრა და ვთავაზობთ მას, რომ ამ ღია ფორმატის შეხვედრაზე მოვიდეს. ჩვენ მოვუსმენთ 8-თვიანი საქმიანობის ანგარიშს და ასევე, გვექნება კითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც მან ხაზი გაუსვა თავის ინტერვიუში,“ – განაცხადა კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურის საგანგაშო დასკვნა – ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი წყარო, სტომატოლოგიური კლინიკებია
შემდეგი სტატიაეკონომიკის ყოფილი მინისტრის კომიტეტის ფორმატში მოსმენა რომან კაკულიასთვის მიუღებელია