„ჩვენ მას დავუსვამთ ძალიან ბევრ მწვავე კითხვას”, – დავით ნარმანიას ხვალ საკრებულოში ელოდებიან

დავით ნარმანიას ხვალ საკრებულოში ელოდებიან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერის სურვილით რიგგარეშე სხდომა დაინიშნა, სადაც კრწანისი-შინდისის ტერიტორიის შესახებ ჩატარებულ აუქციონზე იქნება საუბარი.

დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება საქმიანი განხილვა და არა პოლიტიკური დღის წესრიგი,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დედაქალაქის მერს ძირითადად ბოტანიკური ბაღის გარშემო მოუწევს საუბარი. თუმცა, დეპუტატებს მასთან სხვა კითხვებიც აქვთ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიუხედევად იმისა, რომ თბილისის მერს არ სურდა საკრებულოში მისვლა, ის ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, იძულებული გახდა დათანხმებოდა მისვლას.

„ჩვენ მას დავუსვამთ ძალიან ბევრ მწვავე კითხვას, რატომ გაიფლანგა 100 ათასობით ლარი, რატომ მოიჭრა ხეები, რატომ იხარჯება ადმინისტრაციული რესურსი, მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დასაცავად, თბილისელების საზიანოდ,“ – აცხადებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრი, ირაკლი ნადირაძე.

დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის საკითხს ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატიც, ალეკო ელისაშვილის თქმით, კითხვები შეეხება მერიის სამსახურის ფუნქციონირებას.

„მომდის ხმები, რომ ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს აქვს ადგილი,“ – განმარტა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდება” – ვახუშტი მენაბდე
შემდეგი სტატიაირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი ბევრ კითხვას ბადებს