ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა ბოლნისისა და მარნეულის პუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ.

მისი თქმით, ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ძირითადი მიზეზი და მიზანი გახლავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის და უზრუნველვყოფთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს არის ამ საკმაოდ მძიმე და მკაცრი ნაბიჯების ძირითადი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია სამოქალაქო თვითშეგნებაზე.

„თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ნაბიჯების შედეგი და ეფექტიანობა დამოკიდებულია არამხოლოდ იმ ღონისძიებებზე, რომელსაც მთავრობა გაატარებს, არამედ ჩვენ მოქალაქეებთან თანამშრლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, მათ სამოქალაქო თვითშეგნებაზე, ისევე, როგორც იმ სამოქალაქო სექტორის თვითშეგნებაზე, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებში და ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ“, – განაცხადა პრემიერმა.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
შემდეგი სტატიადღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა