22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანმა უნდა აგოს პასუხი- ინციდენტში მონაწილე ქალის მეგობარი

ჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანმა უნდა აგოს პასუხი,- წერს ინციდენტში მონაწილე ქალის მეგობარი.

,,ეს არის სრული ფსკერი და ტყუილი ყველაფერი, რასაც „ბანდა“ წერს, რომელიც ცდილობს ამ „ადამიანის“ გამართლებას. მათ არავინ დასხმია თავს და არ შეხებია, კარგია, რომ არსებობს ტელეფონი, სადაც ჩაწერილია ჩვენი მისამართით ნათქვამი ყოველი სიტყვა მუქარისა და გინების. გამოძიების შემდეგ მე აუცილებლად ვაჩვენებ მათ. ხალხო, თქვენ ცხოველები არ ხართ, ძალადობას არ აქვს გამართლება, ასეთი დარტყმის გამო შეიძლება სიცოცხლე დაასრულო“ –წერს ქალის მეგობარი.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითუშეთის დაცული ლანდშაფტი: თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
შემდეგი სტატიაRBC-Ukraine: რუსეთის ეკლესიის ყველა მღვდელი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, რუსულ დაზვერვასა და სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული