,,ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 11, 2017 16:27

,,ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის”

მნიშვნელოვანი

  • წლიდან წლამდე, მას მერე რაც ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ძალას იკრებს, ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

სხვა სტატიები

წლიდან წლამდე, მას მერე რაც ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ძალას იკრებს, ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროგნოზში ჩადებულია მნიშვნელოვანი ზრდა და მოლოდინიც შესაბამისია.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში მოლოდინი საკმაოდ კარგი გვაქვს. ამას ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ის ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, რომელიც ჩვენ გვაქვს შექმნილი და რა თქმა უნდა, კონკრეტული პროექტები, როგორც ტრანსპორტში და კომუნიკაციებში, ენერგეტიკაში, ტურიზმში და ასევე სხვა მიმართულებებში, სადაც ჩვენი ქვეყანა საკმაოდ პერსპექტიულია. წლიდან წლამდე, მას მერე რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ძალას იკრებს, ჩვენ კიდევ უფრო მიმზიდველი ვხდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის და პარალელურად, მას შემდეგ, რაც განათლების რეფორმა ბოლომდე ძალას მოიკრებს და კვალიფიციური კადრები კიდევ უფრო მეტი და მეტი გვეყოლება, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხდებით. პროგნოზში ჩვენ ჩადებული გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა და მოლოდინიც შესაბამისი გვაქვს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 11, 2017 16:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics