ჩვენ ყველგან ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რაც ევროკავშირთანაა დაკავშირებული – გიორგი ვაშაძე

მაკა ბოჭორიშვილს ჩემთვის თანასპონსორობა არ შემოუთავაზებია და უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ყველგან ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რაც ევროკავშირთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესების დაცვა არის ის, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასამბლეაზე გააკეთეს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს ინტერესების დაცვა არის ჩემი განცხადებები და რაც ჩვენი დელეგაციის ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს, როცა მოვითხოვეთ ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილები. ჩვენს სიტყვას გაცილებით დიდი ფასი აქვს ევროკავშირში, ვიდრე მაკა ბოჭორიშვილის, ვიდრე სხვების სიტყვას. ვიდრე ეს ადამიანები ხალხის ინტერესის დაცვას არ დაიწყებენ, მუდმივად იქნებიან გაუგებრობაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი – ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა
შემდეგი სტატიაერთი წელია, ჩვენი „ენჯეო“ სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა დაფინანსება – მდინარაძე