წულუკიანი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის ზუგდიდი არ გახდეს „ნაციონალების“ ნაჯიჯგნი ქალაქი

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგროს განვითარება და არ გახდეს „ნაციონალების“ ნაჯიჯგნი ქალაქი როგორც ეს იყო მრავალი წლის წინ,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ყოველთვის ვცდილობ არა მხოლოდ პოლიტიკურ არამედ ზოგადად ცხოვრებაში, რომ რეალობებს ვცე პატივი და რეალობით განვსაზღვრო მომავალი. აქაც რა თქმა უნდა თვალს ვუსწორებ იმ რეალობას, რომ ზუგდიდელებმა საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ამჯობინეს ოპოზიცია და დღეს მეორე ტურამდეც კი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუგდიდში საკრებულო გახლავთ ოპოზიციური ძალებით დაკომპლექტებული. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში. ეს ზუგდიდელების არჩევანია. ამ ქალაქს „ახალიების კლანმა“ გადაუარა თავზე. ზუგდიდი იყო ერთ-ერთი ყველაზე რეპრესირებული ქალაქი და ეს კარგად მახსოვს, ვინაიდან სამეგრელო-ზემო სვანეთი მხარე ჩემთვის არაა უცხო ბევრი მიზეზის გამო.

ეს ზუგდიდელების არჩევანია მიუხედავად ჩემი გაკვირვებისა და მე იმედი მაქვს, რომ მათ ეს არჩევანი გაუმართლებთ, თუნდაც მე ამის არ მჯეროდეს. რაც შეეხება მერს, ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ მერი იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვებული კანდიდატი და შემდგომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს განვითარება და არ გახდეს „ნაციონალების“ ნაჯიჯგნი ქალაქი, როგორც ეს იყო მრავალი წლის წინ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგახარიამ პირველ რიგში, ზუგდიდში, ასევე, სხვაგან, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი გახარიას პარტიის ამომრჩეველს ოცნების მხარდაჭერას სთხოვს