“ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ” – კაკულია დაგროვებით პენსიაზე

ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ ჩანდა- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე საუბრისას. კაკულიას თქმით, ეს სისტემა ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტია

“ეს არის ქვეყნის განვითარების კარგ სცენარზე აწყობილი პროექტი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი ეკონომიკა საუკეთესო სცენარით განვითარდეს. ეს ერთ-ერთი შემადგენელი პირობაა და ამიტომ ვუწოდე მე მას საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი რისკის პროექტი. ჩვენ ყველანი ერთად ვრისკავთ. ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ ჩანდა. ეს რისკი გონივრულია, მაგრამ ამ რისკზე ჩვენ ყველანი ერთად მივდივართ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკოს პასუხი ზურაბიშვილს: გაჭირვებული ოჯახების აღწერა ისედაც მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია