ჩვენ ყველა მაჩალიკაშვილი გავხდით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2019 19:31

ჩვენ ყველა მაჩალიკაშვილი გავხდით

პარტიის „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ პარტია მალხაზ მაჩალიკაშვილს სამართლებრივ დახმარებას შესთავაზებს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა. თაკო ჩარკვიანი რუსთაველის გამზირზე პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

„ჩვენ ყველა მოქალაქე მაჩალიკაშვილი გავხდით. კვალიფიციური იურისტებით მოვედით, ნებისმიერ ინსტაციაში მზად ვართ, დავიცვათ ეს ადამიანი. აბა, ერთი აიყვანეთ, ამ კარავს ჩავანაცვლებთ ჩვენი პარტიით. ჩემს ინტერესში მოგეხსენებათ არ არის ეს რაღაც წიაღსვლები პოლიტიკური კარიერისთვის, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ჩემს სიცოცხლეში არ მიშიმშილია, თუმცა ყველა აქციის მონაწილე ვიყავი, რაც კი არსებობდა ოდესმე საქართველოში. რა შეგვიძლია ჩვენ, პირდაპირ გეუბნებით, დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებენ. ჩვენ საქართველოს რუსეთს არ გადავაბარებთ. აქ მოვედით მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ ვახას ვუთხრათ, მის გვერდით ვართ, როგორ სჭირდებათ, რა იურიდიული ფორმებია ამისთვის საჭირო, რომ ჩვენ არ გადავამეტოთ, ამან რაღაცა პროვოკაციული ფორმა არ მიიღოს და არ გამოიყენოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილს შეუძლია, ხვალ სუს-ში დაკითხვაზე უარი თქვას. ამასთან, ჩარკვიანის თქმით, მას კანონით გათვალისწინებული უფლება აქვს, რომ მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 9, 2019 19:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics