,,ჩვენ ხვალ დავუსვათ ყველა ამ მწვავე კითხვას შს მინისტრს და მას არ გამოუვა თავი აირიდოს პასუხებს”

ევროპული საქართველო შს მინისტრ გახარიას ხვალ ყველა მწვავე შეკითხვას დაუსვავს. მათ შორის თუ რატომ არ სრულდება ხორავას ქუაზე მომხდარი ტრაგედიის გამო შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა.

,, ჩვენ შევხვდით ზაზა სარალიძეს . ზაზასთან ერთად ვისაუბრეთ ამ საქმეზე . ხვალ შს მინისტრი მოდის პარლამენტში ,რომელიც რამდენჯერმე არ მოვიდა ჩვენი დაბარების მიუხედავად პარლამენტში. შს მინისტრს არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე ,რომელიც საგამოძიებო კომისიამ მას დაუსვა კონკრეტულად იმაზე ,რომ რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პროკურატურის თუ შს სამინისტროს იმ ადამიანების მიმართ ვინც გაყალბებაში მონაწილეობდნენ , რატომ არ არის დამატებით გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის დანაშაულის ქმედებების იმ საქმეზე ?! რატომ არ არის ბრალი წაყენებული ?! ამ თემებზე, ჩვენ ველით შს სამინისტროს პასუხს . მე მქონდა ზაზასთან შეხვედრა და ის იზიარებს ბუნებრივია ამ პოზიციებს და მასაც აინტერესებს . დღეს როგორც ჩანს შს სამინისტრო და ხელისუფლების დამოკიდებულება, არის ის რომ
გადაავადოს კითხვებზე პასუხის გაცემა ,იმედი აქვთ რომ საზოგადოებრივი ყურადღება მოდუნდება ამ თემის მიმართ და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ჩვენ ხვალ დავუსვათ ყველა ამ მწვავე კითხვას შს მინისტრს და მას არ გამოუვა თავი აირიდოს პასუხებს და სადღაც ერთგან თვალის ჩაკვრით, მეორეგან გაღიმებით და გაძრომ – გამოძრომით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი”  – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისკანდალური მოთხოვნა: ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაშვებას ითხოვს
შემდეგი სტატია“რომ გაჩუმდებით მეგობრებო, დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ… დაიწყო პოლიტიკური ტერორი”