“ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ”

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ივანიშვილის თქმით სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებებზე ყურადღების გამახვილება მოხდება და სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ:

“სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი, ეს ხომ ყველამ ვიცით. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა სადაც აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური მოტივით არის უკანონო პატიმარი. (5.3 მუხლი – უკანონო წინასწარი პატიმრობა, 18 მუხლი – პოლიტიკური პატიმრობა)

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიათეა წულუკინი: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი