“ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰესის გულისთვის, ფორმაში ადამიანებს ქვები უნდა ესროლოთ?! აგერ მოვედი და ვილაპარაკოთ”

გასაყოფი რა გაქვთ, – ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პანკისის ხეობაში.

„ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? – 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდაპირველად,როდესაც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, მხოლოდ 35 პოლიციელი იყო მობილიზიებული, დამატებითი ძალის შეყვანა ხეობაში კი მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ადგილზე ვითარება დაიძაბა.

„დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაში იყო შესული. სამშენებლო კომპანიას, როდესაც აქ სამუშაო განაახლა, შემოჰყვა 35 პოლიციელი“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრი ხეობაში, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა, ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა
შემდეგი სტატიაშსს – პანკისში შექმნილი ვითარების შედეგად სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს