“ჩვენ ხალხი არ დაგვირბევია” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გასულ და მიმდინარე წელს აქციებზე დარბევებს ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ის, რომ საპროტესტო აქციებზე ხალხი დაარბიეს – ტყუილია.

არავითარი დარბევები არ ყოფილა, ეს არის უკვე ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით, ყველა დღეს ეხება ეს, მნიშვნელობა არ აქვს. მთლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული ეს ჭავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომელიც იყო ნახსენები სუსის ბრიფინგი.

“პირველების” კითხვაზე, გამოიყენებოდა თუ არა დარბევების დროს “ტრიქლორეთილენი”, კობახიძე გადაჭრით ვერ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ამას ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან საავადმყოფოებში მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო.

ასეთი რამე რომ ყოფილიყო გამოყენებული, იქნებოდა ძალიან დიდი მიმართვიანობა. 5-მა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დღესვე. მე მინდა, გავიხსენო 9 აპრილის შემდეგ, როდესაც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებიც კი, რომლებიც ამდენიმე დღეში მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. რატომ? იმიტომ, რომ როა გამოიყენებენ ქიმიურ ნივთიერებს, შეუძლებელია, ამას არ მოყვეს მძიმე შედეგები ადამიანების დიდ რაოდენობაზე, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: “ვიღაც თუ რაღაცას აპროტესტებს, ამით დანარჩენების უფლებები არ უნდა შეზღუდოს”
შემდეგი სტატიახაბეიშვილის მოწოდება ოპოზიციას: “ხალხს აჩვენეთ გზა! გააკეთეთ ეროვნული მოძრაობა”