ჩვენ ისტორიულად ვართ შინაარსით ევროული ქვეყანა, მიუღებელია, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს სამწუხარო მოვლენაა – კობახიძე

დღეს ჩვენ ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებივია, შორს არის იმ სტანდარტებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როგორც კი კიმინალები წალვენ პოლიტიკიდან, ოპოზიცია გაძლიერდება და გაჯანსაღდება.

„დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა, რა აკლია ჩვენ ქვეყანას, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, ბუნებივია, არის შორს იმ სტანდარტებიდან, რაც არის ჩამოყალიბებული ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გაძლიერდება, გაჯანსაღდება, როგორც კი კიმინალები წალვენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში, არ შეიძლება დიდხანს იყვნენ კრიმინალები პოლიტიკაში. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან დღეს ნახსენები სააკაშვილი გვარამია და სხვები, მაშინვე ჩვენ გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა, ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ ტრაიდიცულად, ისტორიულად ვართ შინაარსით ევროული ქვეყანა და ჩვენთვის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელია ის, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს არის სამწუხარო მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის მიმართ ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, შეაჩეროს შვეიცარიულ ბანკზე შეტევა – შათირიშვილი
შემდეგი სტატიაკატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და კატარას კულტურულ ფონდთან (Katara) თანამშრომლობით, საქართველოს დამოუკიდებლიბის დღის აღნიშვნის ფარგლებში, კატარას დრამის თეატრში ქართული კინოს დღეები იმართება