“ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ გახარია არ გადადგება” – მარიამ გეგუჩაძე

მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან , აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში შუშის სასახლესთან იქნებიან.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ გეგუჩაძემ აცხადებს, რომ იქამდე არ გაჩერდებიან ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.

მარიამ გეგუჩაძის თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ შს მინისტრის გადადგომა წარმოადგენს.

აქციას შეუერთდა ასევე ნანკა კალატოზიშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა გააგებინონ, რომ მინისტრი უნდა გადააყენოს.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დაიწყეს. ისინი ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

banner
წინა სტატიაში„გახარია ერთი კვირის წინ გვაყრიდა ტყვიებს თვალებში, დღეს შეგვაყარა ნაცარი” – აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციას უახლოვდებიან
შემდეგი სტატია“წადი გახარია წადი, არ გინდა ის სკამი, წადი” – აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან იმყოფებიან