“ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც რეალური ბერკეტები და წინააღმდეგობის გამოყენებაა საჭირო”

თურქეთში ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს დაინიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ ოცეულის სამიტზე განხილვის მთავარი პრიორიტეტი ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პარიზში განხორციელებლმა თავდასხმებმა ნათელყო, რომ „სიტყვის დრო დამთავრდა.“

საფრანგეთში, ყველა მასშტაბული სისხლისღვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 13 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ შეხვედრამდე ორი დღით ადრე მოხდა. სამიტი დღეს დაიწყება და მას მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინიც დაესწრებიან.

სამიტს არ დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. თუმცა, როგორც თურქული მედია იტყობინება, ერდოღანდთან სატელეფონო საუბარში ოლანდმა განაცხადა, ოცეულის შეხვედრას საფრანგეთის საგარეო და ფინანსთა მინისტრები დაესწრებიან.

ბოლო მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ 6 ტერაქტს , საფრანგეთის დედაქალაქში 129 ადამიანი ემსხვერპლა.

„ჩვენ ახლა იმ წერტილში ვართ, როდესაც ტერორიზმის წინააღმდეგ სიტყვებით ბრძოლა სრულდება, ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც რეალური ბერკეტები და წინააღმდეგობის გამოყენებაა საჭირო“ – ამის შესახებ ერდოღანმა სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის, ბრაზილიისა და ევროპის სახელმწიფოების ლიდერები ესწრებოდნენ.

პარიზის ტერაქტების გარდა, G20-ის დღის წესრიგში, ორი კვირის წინ სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი რუსული ლაინერის საკითხიც დგას, რომელსაც 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საუბარი შეეხება, ერთი თვის წინ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ანკარაში მოწყობილ ტერაქტს, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ტერაქტზე საუბრისას, მსოფლიო ლიდერები ტერორიზმის წინააღმეგ ერთიანი ბრძოლას უჭერენ მხარს.

ბარაკ ობამას თქმით, პარიზში მომხდარი სისხლიანი ტერაქტები არა მარტო საფრანგეთის არამედ მთელიკაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ადექვატური პასუხი სჭირდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა საფრანგეთში მომხდარ მოვლენებს საშინელი უწოდა და საფრანგეთის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს, გვერდში დგომის პირობა მისცა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის შკირებული, თუმცა დარწმუნებულია , რომ ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს დემოკრატიაზე.

ევროკომისარ, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროპა ამ საშინელი მოვლენების დროს საფრანგეთის გვერდითაა.

„ტკივილით და შეშფოთებით ვადევნებ თვალს პარიზის მოვლენებს. ევროპა საფრანგეთთან და ფრანგ ხალხთან ერთადაა“- დაწერა მოგერინიმ ტვიტერზე.

„გაოგნებული ვარ პარიზში მომდარი მოვლენებით. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ფრანგ ხალხთან ერთადაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასახმარებლად“- ტვიტერზე გამოეხმაურა პარიზის მოვლენებს დევიდ კემერონიც.

აღმაშფოთებელი უწოდა პარიზის ტერაქტებს გერმანიის კალცლერმა ანგელა მერკელმა და განაცხადა, რომ „ეს იყო თავდასხმა ყველა ჩენგანზე, რომელსაც პასუხი ყველა, ერთად უნდა გავცეთ.

„ჩვენ საფრანგეთის გვერდით ვართ“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა-მინისტრმა, ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერმა. რომელიც ერთ-ერთი აფეთქების დროს ტერაქტის ზონაში , სტად დე ფრანსზე საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.

„იტალია თავის ფრანგ ძმებთან ერთად შეეწინააღმდეგება, ბარბაროსულ თავდასხმებს, რომელიც პარიზის და ევროპის წინააღმდეგ განხორციელდა. გულში დაჭრილი ევროპა ბარბაროსებს პასუხს გასცემს“- განაცხადა იტალიიის პრემიერ მინისტრმა მატეო რენციმ ტვიტერზე.

“დიდი ოცეულის” სამიტისთვის თურქეთმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეა. სამიტი ანტალიის პროვინციის ქალაქ ბელეკში 15-16 ნოემბერს იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის დიდი ნაწილი ტურისტებისგან, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან მთლიანად გათავისუფლდა. ჩაიკეტა ქალაქის შესასვლელები. რიგითი ადამიანებისთვის ჩაიკეტა ანტალიის აეროპორტის პირველი ტერმინალიც და ის მხოლოდ სამიტის მონაწილეებს მოემსახურება. ქალაქის მისადგომებთან გაძლიერებული პატრულირება მიმდინარეობს.

სამიტის მიმდინარეობისას წესრიგს 1,4 ათასი საგზაო პოლიციელი და 12 ათასი სამართალდამცავი დაიცავს. ანტალიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 18 ნოემბრამდე ნებისმიერი მიტინგის, დემონსტრაციის თუ საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი სირიიდან 500კმ-ში ტარდება. სირიაში კი შიდა დაპირისპირების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ყველაზე გამყარებულია.

სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებით, თურქეთი მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობს. ნატო-ს წევრმა თურქეთმა ივნისშში აშშ-ის საკუთარი საჰაერო ბაზები გაუხსნა ჯიჰადისტებთან საბრძოლველად. ოფიციალურმა ანკარამ გააძლიერა საჰაერო იერიშები ერაყსა და სირიაში არსებულ ტერორისტების პოზიციებზე.

თუმცა, ერდოღანს არ ავიწყდება თურქეთის ოპოზიციის, ამბოხებული ქურთებისა და აშშ-ის ერთმანეთთან კავშირი. მისი თქმით, ქურთ ამბოხებულებს კავშირი აქვთ აშშ-სა და ევროპაში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებთან და მათი ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობენ.

„ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. ყველა ტერაქტი დასაგმობია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ მიდგომა, რომ თქვენი ტერორიზმი კარგია, ჩვენი კი ცუდი“ – აღნიშნა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვი: მოგვიწევს გადავიტანოთ დესტრუქციული, ანტიუკრაინული ძალების მცდელობები, განახორციელონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქალაქ კალეს პრეფექტი კალეში მდებარე ლტოლვილების თავშესაფრის გადაწვას უარყოფს