ჩვენ გვინდა, უკრაინამ გაიმარჯვოს – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამართული ვიზიტისას უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინის გამარჯვების მიმართ სრულად ერთგულნი რჩებიან.

მისი თქმით, აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

„ჩვენ სრულად ერთგული ვრჩებით უკრაინის გამარჯვების მიმართ, უზრუნველვყოთ არა მხოლოდ ის, რომ უკრაინამ დღეს თავის დაცვა შეძლოს, არამედ ისიც, რომ მან დამოუკიდებლად, მტკიცედ, სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, მრავალი დღის მანძილზე ფეხზე დგომა შეძლოს, რათა უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ გზას მიაღწიოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის მხრივ, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ გამოილევა და ერთიანობა არ გატყდება, პუტინი კი ვერ შეძლებს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაზე მეტხანს გაძლოს.

banner
წინა სტატიაშიპესკოვის განცხადებით, თუკი დასავლეთი უკრაინას რუსეთზე იერიშის ნებართვას მისცემს, პასუხი შესაბამისი იქნება
შემდეგი სტატიაThe Guardian: დიდმა ბრიტანეთმა უფლება მისცა უკრაინას, რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს