“ჩვენ გვინდა საგნობრივი დებატი და არა პოლიტიკური დებატი” – ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის შეფასებით, მოსმენებთან დაკავშირებით ვერ შეიქმნა თვისობრივად ახალი სისტემა. დოლიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ შემქნილი კანონპროექტი, არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დოლიძე ვეტოს დაძლევის პოლიტიკურ კონტექსტზეც ამახვილებს ყურადღებას და საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ გვინდა მაქსიმალური დისკუსია, საგნობრივი დებატი და არა პოლიტიკური დებატი. ამ შემთხვევაში პოლიტიკური თავდასხმა რა თქმა უნდა დროის კარგვაა და თუ ვეტოს განხილვა პოლიტიკურ თავდასხმებად გადაიქცევა, ბუნებრივია ეს მხოლოდ აკლდება იმ კანონის ხარისხს, რომლის გაუმჯობესებაც ჩვენ ყველას გვჭირდება,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.

banner
წინა სტატიაშისერიალი ,,შუა ქალაქში“ დაიხურა – ,,საწყენია 10 წლის შრომა რომ მთავრდება“
შემდეგი სტატია“არა ჩადებას!” – აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან