” ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად შემცირდეს დაძაბულობა რეგიონში და ამ მიმართულებით გვაქვს არჩეული სწორი პოზიცია”

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

ნატო ხედავს საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესებში და ეს გამოხატულია არაერთ დეკლარაციაში, ვარშავის სამიტზეც იყო საუბარი, რომ საქართველო იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონსულტაციების ნაწილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ საკითხზე ნატო-საქართველოს ერთობლივი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამახვილდა ამაზე ყურადღება, როდესაც საქართველოში ჩატარდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგის ნაწილი.

„კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი ტიპის გეგმების ნაწილი, არ არსებობს, რადგან ამაზე თავად გენერალურმა მდივანმაც და ნატო-ს არაერთი წევრი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსსმა არაერთი განცხადება გააკეთეს. ჩვენ ვართ ფაქტობრივად ინტეგრირებული ნატო-ს უსაფრთოხოების სისტემაში, ვართ მონაწილე მათი საერთაშორისო ოპერაციების. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების და თავდაცვის თანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-თან, რომელიც გვაძლევს თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. თუ აქამდე ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქართველი სამხედროების მომზადებაზე, დღეიდან მთავარი აქცენტი კეთდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით დინამიკა არის ძალიან მაღალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარია, მაქასიმალურად შემცირდეს დაძაბულობა რეგიონში.

“არის თუ არა ცივი ომი, დღეს ამაზე საუბარი რთულია. პირდაპირ ვამბობ, ჩვენ არ გვინდა ცივი ომი. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად შემცირდეს დაძაბულობა ჩვენს რეგიონში. ჩვენ გვაქვს არჩეული ძალიან სწორი პოზიცია ამ მიმართულებით. საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება არის ისეთი, რომ, ერთი მხრივ, ის განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში და ამ მიმართულებით დინამიკა ძალიან მაღალია; მეორე მხრივ, ეს არის დაძაბულბის შენელებისკენ მიმართული პოლიტიკა, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ჩავასხათ ისეთი ზეთი, რომელიც შეამცირებს დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის ვაჭრობა, ეს არის ტურიზმი, ეს არის კულტურული ურთიერთობები. სწორედ ასეთი დაძაბულობის შენელება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა იქ, სადაც ჩვენ ვართ, ანუ დასავლეთისკენ. ეს არის ჩვენი დღევანდელი სტრატეგია. ეს ამართლებს და ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას ქვეყანაში. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ საქართველოში სრულ სტაბილურობაზე, სანამ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: ამომრჩევლზე დაშინების ამ მექანიზმმაც იმუშავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი უპასუხისმგებლო დაპირება ჩვენ არ გაგვიცია, ამაზე ვარ პასუხისმგებელი