“ჩვენ გვინდა ცვლილებები” – მაღლაფერიძე

საზოგადოებრივ მაუწყებელში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია ექსპერტები მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს ხვდებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები. მესამე სექტორის წარმომადგენლების შეკითხვები მაუწყებლის რეფორმის შესახებ ახალ გეგმას შეეხება.

შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძემ არხის რეიტინგთან დაკავშირებით მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე 2.4% იყო, ხოლო 2017 წლის დასაწყისში 1.6%. მისი თქმით, არხი ყოველკვირეულად კარგავს მაყურებელს და საჭიროა ცვლილებები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაზრის 15% მაინც დაიკავოს.

“ჩვენ გვინდა ცვლილებები. ვფიქრობ, საზოგადოების დაკვეთაც ცვლილებებია, მაგრამ როგორც ეს ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ხდება, ბევრს არ სურს ცვლილებები”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესების მიმართ იყოს ნდობა.

banner
წინა სტატიაში„ჭორვილელ ოლიგარქს სურვილი აქვს, სასამართლო და მედია აკონტროლოს“ – ნიკა რურუა
შემდეგი სტატიაჩხუბი პარლამენტში