“ჩვენ გვინდა აღვადგინოთ კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის”

alasania

თბილისელების პრობლემებთან დაკავშირებული მონიტორიგის შედეგებზე ილაპარაკა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, თბილისელებს ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები აწუხებთ, რომელთა მოსაგვარებლად მერია შესაბამისად არ ზრუნავს.

მისი თქმით, მოსახლეობასა და დედაქლაქის მთავრობას შორის არის კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც თბილისელების პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

ირაკლი ალასანიამ ბრიფინგზე კონკრეტული მოაქლაქეების პრობლემებზეც ილაპარაკა.

“ხალხს ვინც არის დღეს ადგილობრივ ტუ ცენტრალურ ხელისუფლებაში არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ. ჩვენ გვინდა ჩვენი პროგრამითაღვადგინოთ კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის,”- აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს