,,ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია და ახალი რწყილი”- ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, რომ მას არც კომბლეს და არც ნაცარქექიას საწინააღმდეგო აქვს რამე, თუმცა თვლის, რომ თვლის, 21-ე საუკუნეში 21-ე საუკუნის ფასეულობებით უნდა ვიხელმძღვანელთ. მისივე თქმით, მშობლები ბავშვებს ზღაპრებს შეცვლიი შინაარსით უყვებიან:

“ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია, ახალი რწყილი, ახალი ჭიანჭველა, რომლებიც კი არ ართმევენ ვინმეს რამეს, არამედ პატიოსანი შრომით აკეთებენ. ეს გვჭირდება. არც კომბლეს საწინააღმდეგო მაქვს არც ნაცარქექიის, ოღონდ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვიხელმძღვანელოთ 21-ე საუკუნის ეროვნული ფასეულობებით. თქვენც იცით და იმ ხალხმაც ვინც მაკრიტიკებს, რომ მშობლები ცვლიან ამ ზღაპრებს და ისე უყვებიან თავის ბავშვებს, იმიტომ რომ ვერ მიმხვდარა დედა შვილს რატომ აჭმევს მელიას. ვისაც უნდა რომ მათი შვილები დაემსგავსონ კომბლეს, ნაცარქექიას, ჭიანჭველას და ასე შემდეგ ჩვენ ვერ დავუშლით, მაგრამ ვიმსჯელოთ ამ თემაზე და ვინც იტყვის რომ რაღაც შესაცვლელია ე.ი იმის აზრიც გავითვალისწინოთ”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო ბრიფინგი “რუსთავი 2” -ში
შემდეგი სტატიაჯეჯელავა: ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ სკოლაში მეგობრობას და გვერდში დგომას ვერ ისწავლის